მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის ისტორია “იუვენტუსში”

მასიმილიანო ალეგრის ისტორია “იუვენტუსში”

მასიმილიანო ალეგრი მომდევნო სეზონიდან „იუვენტუსის“ მწვრთნელი აღარ იქნება. ხვალ ალეგრი და ანდრეა ანიელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და იმ მოტივებზე ისაუბრებენ, რის გამოც ასეთი ნაბიჯი გადაგდეს.

ახლა კი, ვეცდებით მოკლედ გავიხსენოთ ალეგრის 5 წელი, რომელიც ბოლო სკუდეტოდან ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს მყოფ წლებს იტევს.

„სასუოლოს“, „კალიარისა“ და „მილანის“ შემდეგ ალეგრიმ „იუვენტუსი“ 2014 წლის ივლისში ჩაიბარა და ანტონიო კონტე შეცვალა. ამან ტიფოზებში ნეგატივი გამოიწვია, რადგან მიაჩნდათ, რომ ალეგრის არ შეეძლო კონტეს სათანადოდ ჩანაცვლება. ჩემპიონატში დებიუტი 2014-2015 წლების სეზონში ვერონაში, „კიევოსთან“ მატჩში შედგა. პირველივე სეზონში ალეგრიმ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია და ქომაგების დამოკიდებულება შეცვალა. მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, რომელიც „იუვესთვის“ პირველი იყო ბოლო ოც წელიწადში. მთავარი კი ჩემპიონთა ლიგასთან ახლოს ყოფნა გახლდათ. ტრიპლეტის შანსი იყო, მაგრამ ბერლინში გამართული ფინალი „იუვემ“ „ბარსელონასთან“ წააგო.

ტროფეები „იუვეში“

„იუვენტუსში“ გატარებულ 5 წელიწადში ტოსკანელმა მწვრთნელმა იტალიაში პრაქტიკულად ყველა ჯილდო მოიგო. „ბიანკონერის“ დომინაცია ალეგრის ხელშიც გაგრძელდა, ზედიზედ 5 სკუდეტო, ორჯერ იტალიის სუპერთასი და ზედიზე ოთხჯერ იტალიის თასი.

ალეგრი და ჩემპიონთა ლიგა ძალიან ახლოს

„იუვეში“ ალეგრის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დააკლდა, რომელთანაც რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო. „მილანის“ ექსმწვრთნელმა იუვენტინიოებს ბევრი ემოცია აჩუქა, პოზიტიურიც და ნეგატიურიც. პირველივე სეზონში ალეგრიმ გუნდი ფინალში გაიყვანა, სადაც პელი-ოფში „დორტმუნდი“, „მონაკო“ და „რეალი“ დაამარცხა, მაგრამ ფინალი „ბარსელონასთან“ წააგო. მომდევნო სეზონში „იუვეს“ ასპარეზობა მერვედფინალში „ბაიერნთან“ დასრულდა დამატებით დროში. მესამე სეზონში ალეგრის ისევ საოცარი „იუვე“ ჰყავდა და ფინალში მეორედ გავიდა, მაგრამ ისევ დამარცხდა. კრიშიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანის „რეალთან“კარდიფში. 2017-2018 წლების სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მეოთხედფინალში 3:1გამარჯვება გუნდს არაფერში დაეხმარა, მას შემდეგ, რაც შინ 0:3 ჰქონდა წაგებული. მიმდინარე სეზონშიც მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა და ამჯერად „აიაქსთან“.

ალეგრის ეპოქა დასრულდა. ეპოქა, რომელიც 5 წელი გაგრძელდა და 11 ტიტული დაიტია.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …