მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრი: “კიელინი დაისვენებს, ბარძალი – ითამაშებს”
მასიმილიანო ალეგრი: “კიელინი დაისვენებს, ბარძალი – ითამაშებს”

მასიმილიანო ალეგრი: “კიელინი დაისვენებს, ბარძალი – ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურისთვის ემზადება. მასიმილიანო ალეგრიმ შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“ მატჩისწინა ტრადიცული პრესკონფერენცია გამართა.

ალეგრის განცხადებით, ესპანეთში გამარჯვებას ხაზი გადაესმება თუ მისი გუნდი ხვალინდელ თამაშს ვერ მოიგებს:

„ხვალ საღამოს უნდა გავიმარჯვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანეთში მოგებას გავაბათილებთ. უნდა ვითამაშოთ მეტოქის პატივისცემით, რადგან ევროპაში უფრო მეტად არიან ფიზიკურად მომზადებულნი. სწრაფად და ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ. ხვალ ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, თუმცა „იანგ ბოიზი“ ძალიან კარგ ფორმაშია.

ხედირა? – ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მოედანზე გასვლა შეუძლია. მნიშვნელოვანია,რომ უდინეში მატჩისთვის ერთით მეტი ფეხბურთელი გვეყოლება განკარგულებაში.

კრიშტიანუ? – რონალდუმ აქამდე ყველა თამაში ჩაატრა და შაბათს საუკეთესო მატჩიც ჰქონდა. შესაბამისად, დასვენება მასაც სჭირდებოდა. მარიო მანჯუკიჩი და დიბალა ძირითადში იქნებიან. პაულომ შაბათს ძალიან კარგად ითამაშა. კიელინი დაისვენებს, მასთან ერთად შესაძლოა, დაისვენოს კანსელუმაც. ბარძალი კი ძირითად შემაგდენლობაში იქნება.

ნახევარდაცვაში ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. ეს იმაზეა დამოკიდებული როგორი სისტემით ვითამაშებთ. შეტევეშიც ორნი იქნებიან იმ შემთხვევაში თუ კინი თავს კარგად იგრძნობს. ბერნარდესკის თამაში შეუძლია ცენტრში, ფლანგზეც და გამთამაშებლადაც. თუმცა, ჯერ არ ვიცი მოხვდება თუ არა სასტარტოში“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „იანგ ბოიზის“ შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …