ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ახლა იგივე პოზიციას „ინტერში“ იკავებს, ყოფილი და ამჟამინდელი გუნდები შეადარა:
„ინტერი“ უფრო წინაა, ვიდრე ის „იუვენტუსი“, რომელშიც მე მივედი 2010 წელს. აქ აღმოვაჩინე კარგი მენეჯმენტი და კონკურენტუნარიანი გუნდი. რეალობა ისაა, რომ გუნდი უკვე ძლიერია, უბრალოდ გაუმჯობესება სჭირდება. მეც ჩემს გამოცდილებას მაქსიმალურად გამოვიყენებ“, – განაცხადა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა, ხოლო „ინტერში“ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დასაქმდა.
[wpolling id=”2″ width=”” height=””]