ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ „რეალსა“ და „ინტერს“ მისი გადაბირება სურდათ, მაგრამ „იუვენტუსის“ გამო უარი უთხრა.
„21 წლის ვიყავი, „იუვეში“ თამაში ახალი დაწყებული მქონდა და კაპელოს ჩემი „რეალში“ წაყვანა უნდოდა. მე უარი ვუთხარი, რადგან მინდოდა ჩემს საყვარელ გუნდში მეთამაშა, ჩემი მშობლების თვალწინ, ჩემს ქალაქში. რამდენი სკუდეტო აქვს „იუვეს“ მოგებული? თქვენ იცით პასუხი.
მოურინიოს „ინტერიდანაც“ იყო ინტერესი, მაგრამ უარი ვუთხარი. მე, ტოტიმ და დე როსიმ ერთი ფერებით ვითამაშეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიყავით ჩვენი გუნდის გულშემატკივრები“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვენტუსის“ აკადემიაში აღიზარდა, ხოლო მთავარ გუნდში 2006-2018 წლებში 389 მატჩი ჩაატარა.