მთავარი / სიახლეები / სერია A / მარკიზიო: “იუვეს” ნახევარდაცვაში რაღაც აკლია”

მარკიზიო: “იუვეს” ნახევარდაცვაში რაღაც აკლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. მარკიზიომ „იუვეს“ ნახევარდაცვა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ რგოლში გუნდს ღაღაც აკლია, რაც მხოლოდ მწვრთნელის ცვლილებით ვერ აღმოიფხვრება.

„კონტეს „ინტერი“ სკუდეტოსთვისაა შემართული? „იუვენტუსის“ უპირატესობა შესაძლოა იყოს ზოგიერთი ფეხბურთელის სახელი, გამოცდილება და რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლებლობა. მაგრამ სპორტი სწორედ იმიტომ არის შესანიშნავი, რომ ყოველთვის არსებობს ემოციური ჯგუფური, გუნდური ასპექტი. არსებობს მსხვერპლი, გამარჯვების სურვილი, „ინტერი“ ამას უაღრესად მომზადებული მწვრთნელით აკეთებს, შეუძლია ახლის ინტეგრირება.

„იუვე“? სარის სათამაშო სტილი დიდად განსხვავებული არაა ალეგრისგან. მაგრამ მაინც მჯერა, რომ მწვრთნელს დრო სჭირდება ახალ გუნდში იდეების დასანერგად, რომელსაც მანამდე სხვა სათამაშო სტილი ჰქონდეს.

ვფიქრობ, რომ სარი დროთა განმავლობაში შეძლებს „იუვენტუსისთვის“ საბოლოო სახის მიცემას, ეს თებერვალ-მარტში უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ ნახევარდაცვა არის ის, რომელიც მატჩების ბედს წყვეტს. თუ გუნდში კარგი ნახევარმცველი არაა, გაცილებით რთულია მაღალი დონის თამაშის ჩვენება და ასე იქნება წელსაც, მიუხედავად მწვრთნელის ცვლილებისა. მგონია, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვაში რაღაც აკლია“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …