მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “ჩემი იუვენტინობა დამოკიდებული არაფერზეა და სამუდამოდ ასე იქნება”

მარკიზიო: “ჩემი იუვენტინობა დამოკიდებული არაფერზეა და სამუდამოდ ასე იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „იუვე“ სამუდამოდ მის გულშია და მუდამ იუვენტინო იქნება. გარდა ამისა, კლაუდიომ ანტონიო კონტესა და მასიმილიანო ალეგრის გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„რატომ 8 ნომერი? იმიტომ, რომ ის ყოველთვის იყო ასოცირებული ნახევარდაცვასთან, არამხოლოდ „იუვეს“ სამყაროში, ტარდელიდან კონტემდე. ეს არის ნახევარდაცვის სიმბოლო, ორ ფაზას შორის თამაში. ეს ყველაფერი პაველ ნედვედის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ დაიწყო. მე 19 ნომერი ვიყავი, ნედვედის კარიერის დასრულებსი შემდეგ კი ამაურიმ მისი 11 ნომერი აიღო და 8 გათავისუფლდა. გუნდი მენეჯერ პესოტოსთან მოვილაპარაკე, რომ 8 ნომერს მე ავიღებდი.

ანტონიო კონტე გამარჯვებული ციკლის არიქტექტორი იყო, მან ყველა შეცვალა, შეცვალა ისინიც, ვისაც უკვე ბევრი ტიტული ჰქონდა მოგებული. გუნდს სული დაუბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა.

ალეგრი? მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. ნორმალურია, რომ ჩემი კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც ის იქ იყო. მაგრამ ურთიერთობა თავიდანვე მშვენიერი გახლდათ, განსაკუთრებით პირველ წლებში, როდესაც მენდობოდა. ტრავმის შემდეგ კი ნორმალურია, რომ ხედვა შეცვალა, თუმცა ვიმეორებ ურთიერთობა ყოველთვის შესანიშნავი გვქონდა.

მომავალში „იუვეში“ დაბრუნება რომელი პოსტზე? ჩემი იუვენტინობა ტიტულობით არ განისაზღვრება, ეს სამუდამოდ დარჩება. ვნახოთ რა მოხდება მომავალში“, – განაცხადა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …