ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა გონსალო იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტოს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იგუაინი არგენტინიდან იტალიაში დაბრუნებაზე უარს ამბობს, რის გამოც კლუბი გაბრაზდა და ფეხბურთელთან განშორების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
იგუაინი ან იტალიაში დაბრუნდება და სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდიან, ან დარჩება არგენტინაში და კონტრაქტი გაწყდება – ასეთია „იუვენტუსის“ იდეა.
შეგახსენებთ, რომ „პიპიტა“ ტურინულ გრანდს 2019 წლის ზაფხულში დაუბრუნდა და კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.