მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსიდან“ წამსვლელთა სიაშია. Sky Sport-ის ცნობით ხორვატ ფეხბურთელს გერმანიაში დაბრუნების შანსი აქვს, სადაც „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან.
თუმცა, წყაროს თანახმად, მარიომ „დორტმუნდის“ ვარიანტი იუარა და „ბაიერნში“ დაბრუნებას ამჯობინებს, სადაც 2012-2014 წლებში მაღალ დონეზე თამაშობდა.
თუმცა, სანამ „რეკორდმაისტერს“ საბოლოო თანხმობას განუცხადებს, იქამდე ხორვატი მაურიციო სარის დაელაპარაკება. იმ შემთხვევაში თუ სარი ბალკანელს დაუდასტურებს, რომ მის გეგმებში არ ჯდება, მარიო „იუვეს“ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ტურინელებთან კონტრაქტი მიმდინარე წელს 2021 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა მაშინ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო.