მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩმა შესაძლოა “იუვე” დატოვოს

მანჯუკიჩმა შესაძლოა “იუვე” დატოვოს

მარიო მანჯუკიჩის მომავალი „იუვენტუსში“ ბუნდოვანია. Tuttosport-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელის შეძენა დორტმუნდის „ბორუსიას“ უნდა და კლუბი წინადადებას მიღების შემთხვევაში განიხილავს.

თავად მანჯუკიჩს ტურინში დარჩენა უნდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში მისთვის მოხვედრა გარანტირებული არაა. მაურიციო სარი სავარაუდოდ, მას არ მოიაზრებს ძირითად შემადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ მარიომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წელს, 2021 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული გუნდი მაინც დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსს“ 2015 წელს შეუერთდა და 162 მატჩში 44 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *