მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩის განაცხადში არყოფნის მიზეზი ცნობილია

მანჯუკიჩის განაცხადში არყოფნის მიზეზი ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი „ფიორენტინასთან“ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. ხორვატი ტრავმირებული არაა და შესაბამისად, მისი განაცხადს მიღმა დარჩენა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

იტალიური მედიის ცნობით, მანჯუკიჩი ერთ-ერთ ყატარულ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა ტურინის უახლოეს ხანებში დატოვოს.

ყატარში სატრანსფერო ფანჯარა 30 სექტემბრამდე ღიაა და შესაბამისად, ამ ქვეყნაში გადაბარგება მიმდინარე თვის ბოლომდე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს, ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და სამჯერ იტალიის თასი მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …