მთავარი / სიახლეები / “ფიორენტინა” – “იუვენტუსი”: სტატისტიკური მონაცემები

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი”: სტატისტიკური მონაცემები

დღეს, ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მესამე ტურში „ფიორენტინას“ ფლორენციაში ესტუმრება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. წარმოგიდგენთ გუნდების სტატისტიკაა

სტატისტიკა – „ფიორენტინამ“ „იუვენტუსთან“ სერია A-ში 160 მატჩიდან 77 წააგო (33 მოგება, 50 ფრე). „ბიანკონერი“ არის გუნდი, რომელსაც „ფიორენტინა“ ყველაზე მეტჯერ ჰყავს დამარცხებული, ხოლო ფლორენციელებს გარდა ამისა, ყველაზე მეტი გოლი „იუვენტუსისგან“ აქვთ გაშვებული (263).

ცხრიდან რვა – ბოლო ცხრა მატჩიდან „იუვენტუსმა“ „იებს“ რვა მოუგო (1 ფრე) და 19 გოლი გაიტანა. ბოლო ოთხი დაპირისპირება „იუვეს“ გამარჯვებით დასრულდა. მიჯრით 5 გამარჯვების სერია კი ბოლოს 1996 წელს დაფიქსირდა.

ბოლო ორი „არტემიო ფრანკიზე“ – ბოლო ორი თამაში ფლორენციაში „იუვენტუსის“ გამარჯვებით დასრულდა. მხოლოდ ერთხელ მომხდარა, რომ „არტემიო ფრანკიზე“ ტურინელებმა ზედიზედ სამჯერ მოიგეს (1952 წელს).

„ვიოლას“ სტარტი – „ფიორენტინამ“ საწყისი ორი თამაში წააგო და მხოლოდ 1935-196 წლების სეზონში იყო, რომ ფლორენციელებმა პირველი სამი თამაში წააგეს. ბოლო 16 თამაშიდან კი „ფიორენტინას“ არ მოუგია (გასული სეზონიდან მოყოლებული) (6 ფრე, 10 წაგება). ამაზე ცუდი სერია „ფიორენტინას“ 1970-1971 წლების სეზონში ჰქონდა (17 მოუგებელი თამაში ზედიზედ).

„ფიორენტინა“ სახლში – ფლორენციელებს სახლში მიჯრით 12 თამაში არ მოუგიათ და ბოლოს ამაზე ცუდი სერია „ფროზინონეს“ ჰქონდა 13 მოუგებელი მატჩი საკუთარ მოედანზე. ამავდროულად, „ფიორენტინას“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ 10 საშინაო თამაში არ წაუგია (5 მოგება, 5 ფრე). ბოლოს ტოსკანელებმა 2014 წლის ოქტომბერში წააგეს სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულებმა.

„იუვენტუსი“ – „ბიანკონერიმ“ საწყის ორ ტურში იმარჯვა და ასეთი სერია აქვს ზედიზედ მეოთხე სეზონია. წინა შემთხვევებში ტურინელები მესამე ტურშიც იგებდნენ. არცერთ გუნდს „იუვენტუსის“ გარდა სერია A-ში ზედიზედ სამი სეზონი საწყისი სამი შეხვედრა არ მოუგია. ფლორენციაში მოგების შემთხვევაში ტურინელთა სერია ოთხ სეზონამდე გაიზრდება.

ციფრები მოედანზე – „ფიორენტინა“ (43) და „იუვენტუსი“ (41) არიან სამი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდები დრიბლინგების რაოდენობით პირველი ორი ტურის შემდეგ (შუაში არის „რომა“42 დრიბლინგი).

პიპიტა და „ვიოლა“ – „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ჩატარებულ 11 მატჩში გონსალო იგუაინმა 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 3 საგოლე პასი). მხოლოდ „უდინეზესთან“ აქვს გაკეთებული უფრო მეტი საგოლე პასი (4). „იუვენტუსის“ მაისურით პირველი გოლი არგენტინელმა სწორედ „ფიორენტინას“ გაუტანა 2016 წელს მოედანზე შესვლიდან 9 წუთში.

პიანიჩი მეასე მოგებისკენ – „იუვენტუსის“ შემდეგი გამარჯვება მირალემ პიანიჩისთვის მე-100 მოგება იქნება შავ-თეთრი მაისურით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …