იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად დაასახელა. გარდა ამისა, კომენტარი ანდრეა პირლოს შესახებაც გააკეთა.
„პირლოს საკმარისი გამოცდილება აქვს იმის ცოდნისთვის, რომ იტალიაში ასე მუშაობენ. ყოველ მეორე დღეს მას შეაფასებენ, ერთხელ ჩაითვლება, რომ კარგად მუშაობს, მეორედ – არა. იტყვიან, რომ შესანიშნავი მომენტები აქვს, მეორე დღეს პირიქით, მაგრამ ეს არის ჩვენი სამუშაო.
ჩემპიონატი, რომელიც ახლახან დაიწყო, დაბალანსებული ჩანს, მაგრამ „იუვენტუსი“ ყველაზე ხარისხიან გუნდად მეჩვენება, ვფიქრობ, „იუვეს“ ჰყავს ყველაზე დიდი შემადგენლობა ყველა ტურნირისთვის, მაგრამ მჯერა, რომ „ლაციო“, „რომა“, „მილანი“, „ინტერი“, „ატალანტა“ და „ნაპოლი“ ბოლომდე იბრძოლებენ“, – თქვა მანჩინიმ.