მთავარი / სიახლეები / “მადლობა მარიო” – პარატიჩი მანჯუკიჩის ტრანსფერს ადასტურებს

“მადლობა მარიო” – პარატიჩი მანჯუკიჩის ტრანსფერს ადასტურებს

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიო მანჯუკიჩი ყატარში გადადის. როგორც Sky Sport-ს პარატიჩიმ განუცხადა, ტრანსფერის შესაძლებლობა არსებობს და მანჯუკიჩს მადლობა გადაუხადა.

„მანჯუკიჩი? ის არის დიდი ჩემპიონი და მადლობას ვუხდით იმისთვის რაც ჩვენთვის გააკეთა. მასთან შეთანხმებით მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ფლორენციაში გუნდთან ერთად არ ყოფილიყო, რადგან არსებობს ტრანსფერის შესაძლებლობა. სად? ყატარში.

შემადგენლობა შარშანდელთან შედარებით გაძლიერდა? ჩვენ ვართ გუნდი, რომლებიც ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ წელს ვმუშაობთ განვითარებისთვის და ვფიქრობთ, წელს ეს მოვახერხეთ“, – თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ატლეტიკოდან“ შეიძინა და მასიმილიანო ალეგრისთვის ფასეული მოთამაშე იყო. თუმცა, ხორვატი მაურიციო სარის გეგმებში ვერ ჩაჯდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …