მთავარი / სიახლეები / ლუსიო: “იუვენტუსში” გადასვლა შეცდომა იყო”

ლუსიო: “იუვენტუსში” გადასვლა შეცდომა იყო”

ვეტერანმა ბრაზილიელმა მცველმა ლუსიომ „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა და ამ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. სამხრეთ ამერიკელის თქმით, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ფიქრობდა.

„იუვეში“ გადასვლა შეცდომა იყო. 2012 წელს ყველაფერი შეიცვალა, „ინტერის“ მწვრთნელი სტრამაჩონი გახდა, რომელმაც მითხრა, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მსურდა. სინამდვილეში 10 წუთში ბრანკამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთვის ახალ გუნდს ეძებდა. მას შემდეგ, რაც „ინტერში“ გავაკეთე, ეს ადვილი არ იყო. არანაირ ძლიერი წინადადება არ მიმიღია, მხოლოდ ბოლო დღეს მოვიდა „იუვეს“ შეთავაზება, სხვა არჩევანი არ მქონდა. ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ „იუვენტუსში“ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო.

კონტე კარგი მწვრთნელია, რაც იქ მოხდა, იქ რჩება. მაშინ ბონუჩი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის წინაშე იდგა და კონტემ მითხრა, რომ მის ნაცვლად მე ვითამაშებდი. საბოლოოდ, ბონუჩის დისკვალიფიკაცია არ მისცეს და მეც სათამაშო დრო ვერ მივიღე. „იუვეში“ ცოტა ხანი ვიყავი, ვერ მივიღე ისეთი გრძნობა, რასაც „ინტერში“ ვგრძნობდი“, – განაცხადა ლუსიომ.

შეგახსენებთ, რომ ლუსიო „იუვენტუსში“ 2012 წლის ზაფხულში გადავიდა და გუნდი მალევე დატოვა, შავ-თეთრი მაისური კი, მხოლოდ ოთხჯერ მოირგო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …