მთავარი / სიახლეები / ლორენტე: “იუვესთან” მორატას გოლი უსამართლოდ გააუქმეს”

ლორენტე: “იუვესთან” მორატას გოლი უსამართლოდ გააუქმეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე მიიჩნევს, რომ ალვარო მორატას გოლი „ბებერი სინიორას“ კარში უსამართლოდ გაუქმდა. ესპანელის განცხადებით, მორატა კიელინიზე თამაშის წესს არ არღვევდა.

„ალვარო შთამბეჭდავი თავდამსხმელია და ძალიან ვწუხვარ, რომ „რეალთან“ და „იუვენტუსთან“ გოლები არ ჩაუთვალეს. განსაკუთრებით „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რადგან ასეთი ჯარიმა ფეხბურთში არ არსებობს და მსაჯი შეცდა“, – განაცხადა ლორენტემ.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ლორენტე „იუვეს“ ღირსებას 2013-2015 წლებში იცავდა და ერთი სეზონი მორატას თანაგუნდელიც იყო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …