ფრანგული „ლიონი“ „იუვენტუსთან“ საპასუხო შეხვედრაში ლუკას ტუსარტი დააკლდება. ფეხბურთელი 1 ივლისიდან ბერლინის „ჰერტაში“ გადავა, ინფორმაცია გერმანულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„იუვესთან“ საპასუხო მატჩის თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ აგვისტომდე არ გაიმართება. ასე, რომ ტუსარტი იმ დროისთვის „ლიონის“ ფეხბურთელი აღარ იქნება.
აღსანიშნავია, რომ ლუკას ტუსარტმა პირველი მატჩის ბედი გადაწყვიტა და სწორედ მან გაიტანა ის ერთადერთი გოლი.