ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ინგლისელთა პირველი ვარიანტი შეტევის ფლანგის გასაძლიერებლად ჯეიდონ სანჩოა, მაგრამ მის ალტერნატივად იტალიელს განიხილავენ.
ბრიტანული მედიის ცნობით, „მანიუს“ მზად აქვს წინადადება, რომელსაც „იუვენტუსს“ წარუდგენს. ეს დაახლოებით 35 მილიონ ევროს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკიმ მაურიციო სარის სქემაში თავი ვერ დაიმკვიდრა და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხშირად დაუბრობენ.
ფედერიკო „იუვენტუსმა“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ იყიდა და მას შემდეგ 94 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.