კრიშტიანუ რონალდუ „სამპდორიასთან“ გოლის ეპიზოდში ხარიხაზე მაღლა აიწია. იტალიური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი 70-სმის სიმაღლეზე ახტა და საბოლოო ჯამში დარტყმის მომენტში 2.46 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, რაც ხარიხას 12 სმ-ით აღემატება.
რონალდუმ 2003-2004 წლების სეზონიდან ტოპ 5 ჩემპიონატებში თავით 69-ე გოლი გაიტანა, რაც ამ პერიოდში საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ზედიზედ მეხუთე თამაშში გაიტანა და „იუვენტუსში“ ასეთი კარგი სერია აქამდე არასდროს ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა. რონალდუს გარდა, პაულო დიბალამაც გაიტანა და ისიც არანაკლებ ლამაზი გოლი იყო.
Is it a bird? Is it a plane? No… it is @CRISTIANO! 🔥#SampJuve pic.twitter.com/Fb0iSaMp1o
— JuventusFC (@juventusfc) December 18, 2019