კრიშტიანუ რონალდუსთვის ნოემბრის თვე ძალზე წარუმატებელი გამოდგა და საკლუბო დონეზე გოლი ვერ გაიტანა.
2009 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ასეთი ფაქტი – კრიშტიანუს ბოლოს მშრალი თვე 10 წლის წინ, ასევე ნოემბერში ჰქონდა, როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავდა.
34 წლის ფეხბურთელმა ამჟამად ნოემბერში 4-ჯერ ითამაშა, მაგრამ მეტოქეთა კარს გასაღები ვერ მოარგო.
აქვე გეტყვით, რომ სტატისტიკაში არ შედის სანაკრებო მატჩები. პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუმ ნოემბერში ჩატარებულ 2 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.