მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „იუვე“ პატივისცემას იმსახურებს.
„ძალიან ძლიერი გუნდის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა უნდა გვქონდეს და შესანიშნავად თამაშია საჭირო. ფინალისტის ვინაობა 180 წუთში გაირკვევა, შარშან „ნაპოლისთან“ სახლში წავაგეთ და სტუმრად ფრედ ვითამაშეთ, კარგები უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ.
პირველად არ არის, როდესაც ლუკაკუს გარეშე ვთამაშობთ. ლაუტაროსთან ერთად წყვილში სანჩესი ითამაშებს“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.