სამი ხედირა „იუვენტუსს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური სიტყვებით და ვიდეოთი დაემშვიდობა. როგორც მან თქვა, ამაყობს, რომ იმ ეპოქის ნაწილია, რომელიც ამ წლებში „იუვენტუსმა“ შექმნა.
„ყველა მოგზაურობას აქვს დასასრული, მაგრამ მოგონება ყოველთვის დარჩება! ძვირფასო იუვენტინოებო, მინდა დიდი მადლობა გითხრათ! ეს იყო ძალიან ლამაზი და განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი. 5 წელში 5-ჯერ გავხდით იტალიის ჩემპიონები, 3-ჯერ მოვიგეთ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი: ვამაყობ, რომ ამ ეპოქის ნაწილი ვარ. ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო, რომ ამ მაისურის ჩაცმა შემეძლო და თან მაქვს ბევრი კარგი მომენტი და მოგონება. არსებობს ხალხი, ვინც ამ გუნდს განსაკუთრებულს ხდის და ნამდვილი ვარ, რომ აქ არა მარტო თანაგუნდელებს, არამედ ნამდვილ მეგობრებს შევხვდი. წარმატებებს გისურვებთ მომავალში თითების გადაჯვარედინებით ვამბობ, რომ წელს La Decima (მეათე სკუდეტო) მოდის, ეს ნამდვილად შედევრი იქნებოდა! სამუდამოდ ფორცა „იუვე“, Fino Alla Fine“, – დაწერა ხედირამ.
გერმანელმა ნახევარმცველმა „იუვეს“ მაისურით 144 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიგო. მათ შორის, 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი. აღსანიშნავია, რომ ხედირას “შტუტგარტში”, “რეალსა” და გერმანიის ნაკრებში 21 გოლი არ გაუტანია და “იუვეში” მის კარიერაში ყველაზე შედეგიანი იყო.
View this post on Instagram