მთავარი / სიახლეები / კიელინის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა

კიელინის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა

ამსტერდამის „აიაქსთან“ საპასუხო მატჩისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ამასობაში მასიმილიანო ალეგრის ბანაკიდან არცთუ სასიამოვნო ცნობები გამოდის.

ჯორჯო კიელინის მდგომარეობა ვერ და ვერ გაუმჯობესდა, შესაბამისად, კაპიტნაი ამ თამაშსაც გამოტოვებს. Gazzetta Dello Sport-ის  ცნობით, ჯორჯო რომ მოედანზე ვიხილოთ, ამის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება.

ამრიგად, მას ისევ დანიელე რუგანი შეცვლის, რომელსაც მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ აღდგენა მოასწრო და მოედანზე იქნება.

დუგლას კოშტა და ემრე ჯანი კი დაბარუნებასთან ახლოს არიან და ისინი სავარაუდოდ ხელმისაწვდომები იქნებიან.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, ალეგრი შეტევაში ცვლილებაზე ფიქრობს: მარიო მანჯუკიჩი სათადარიგო სკამზე, მოიზე კინი – სასტარტოში.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …