მთავარი / სიახლეები / დე იონგი “იუვესთან” ითამაშებს

დე იონგი “იუვესთან” ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „იუვენტუსთან“ ითამაშებს. ერიკ ტენ ჰაგმა უკვე გამოაქვეყნა განაცხადი და 21 წლის ფეხბურთელი სიაშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშოდ მზადაა.

ამ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი ალი დურსუნიც ადასტურებს:

„ფრენკი კარგადაა. გუნდთან ერთად ტურინში მიდის და ვფიქრობ ითამაშებს კიდეც“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა’ და „აიაქსის“ შეხვედრა 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …