მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ორჯერ “იუვედან” წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი”

კიელინი: “ორჯერ “იუვედან” წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „მე ჯორჯო“ საინტერესო ისტორიებს იხსენებს. იტალიელმა დაწერა, რომ ორჯერ „იუვედან“ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა.

პირველი სკუდეტო კონტესთან

ოთხშაბათს „ლეჩესთან“ ფრე ვითამაშეთ და შაბათს უკვე ტრიესტეში გავემგზავრეთ. „კალიარისთან“ უნდა გვეთამაშა და „ინტერისთვის“ უნდა გვექომაგა, რადგან მილანში დერბი ყიო. მახსოვს ის დაძაბულობა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ფრედ ვითამაშებდით და „მილანი“ მოიგებდა… თუმცა, თამაშის დაწყებიდან 6 წუთში გოლი გავიტანეთ, ხოლო „ინტერმა“ „მილანს“ 4 გოლი გაუტანა. კანინის ავტოგოლის შემდეგ 2:0 დავწინაურდით და კონცენტრირება პარალელურად მიმდინარე მილანურ დერბიზე გავაკეთეთ. გარკვეულ მომენტში მივხვდით, რომ სკუდეტო ჩვენი იყო. ეს არ ყოფილა ჩემი პირველი სკუდეტო, ან იქნებ იყო კიდეც. მოედანზე რეალურად 2006 წელს მოვიგე, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და კაპელომ 23 შეხვედრაში მათამაში. შემდეგ „იუვე“ სერია B-ში გააგდეს, 21 წლის ვიყავი და ბევრი წინადადება მქონდა, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? „იუვეში“ ვიყავი.

სირთულეები დელ ნერისთან

დაბრუნების შემდეგ რანიერისთან ერთად სერია A-ში ჯერ მესამე და შემდეგ მეორე ადგილი დავიკავეთ. ამას ორი მეშვიდე ადგილი მოჰყვა, რომელიც აგონია იყო. ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი. 2010-2011 წლების სეზონში 87 კგ-ს ვიწონიდი, არგადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ავად ვიყავი. ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი სეზონი იყო. უნდა ითქვას, რომ დელ ნერის სათამაშო სისტემამაც იმოქმედა. ის საოცარი ადამიანია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ზონური თამაში უნდა ფუნდამენტალისტი. მე ის ძალიან მიყვარს, ჩვენთვის მეორე მამა იყო, მაგრამ მისი ტაქტიკური მექანიზმი არ მუშაობდა.

სატრანსფერო ისტორიები

2010 წელს „რეალში“, 2011 წელს კი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა შემეძლო. ეს შორს არ ყოფილა. ზედიზედ ორი მეშვიდე ადგილის შემდეგ სერიოზულად ვფიქრობდი კლუბის დატოვებაზე. ჩემი აგენტი „რეალის“ წარმომადგენელს ესაუბრა, ახლოს ვიყავით, მაგრამ მადრიდში ჟოზე მოურინიო ახალი მისული იყო და ნებისმიერ ფასად ითხოვდა თავისი თანამემამულის, რიკარდო კარვალიოს შეძენა. „იუვენტუსიც“ ბედნიერი იყო, რომ შემინარჩუნა, გუნდში მაროტა ახალი მოსული გახლდათ. რაც შეეხება „სიტის“, მილანში მართლაც შევხვდი მათ წარმომადგენელს, მაგრამ შემდეგ არაფერი მომხდარა“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …