ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ახალგაზრდა თანაგუნდელი მოიზე კინი დაიცვა, რომელიც რასისტული თავდასხმის ობიექტი გახდა. ჯორჯოს განცხადებით, კინს არაფერი გაუკეთებია.
„მოიზე იტალიური ფეხბურთის მემკვიდრეობაა, ოქროს ბიჭი. მე ვნახე კადრები და მოიზეს არაფერი გაუკეთებია. წინა ტურში მასზე ისევე ვფიქრობდით, როგორც ძანიოლოზე, კიეზაზე, ბარელაზე… როგორც იტალიური ფეხბურთის პოზიტიურ ფიგურაზე. ერთადერთი, რაც მას ამ თამაშში შეეშალა, სიმულაციაა, ეს არ უნდა გაიმეოროს, მაგრამ აქ სწორედ სასწავლებლადაა, ის ძალიან პოზიტიური ადამიანია და ნამდვილად არ დაუმსახურებია ის შეურაცხყოფა, რაც მიიღო.
კალიარიში არაერთხელ მითამაშია და ვეცადეთ ნაკლებად გაგვერისკა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ დიდი ხარისხის შემადგენლობა გვყავს. ეს ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პლიუსია“, – თქვა კიელინიმ.