მოიზე კინს საფეხბურთო სამყარომ თანადგომა გამოუცხადა. კალიარიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში კინის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს ბლეზ მატუიდიმ, პატრის ევრამ, რაჰიმ სტერლინგმა, პოლ პოგბამ, მარიო ბალოტელიმ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ.
ყველა მათგანმა რასისტული გამხტომები დაგმო და კინს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გარდა ამისა, კრიტიკის ობიექტი გახდა ლეონარდო ბონუჩი, რომელიც მისი განცხადების გამო გააკრიტიკეს.
აი, რა თქვა ნამატჩევს ბონუჩიმ:
„მომხდარში კინის 50%-იანი დანაშაულია. გოლი გუნდთან ერთად უნდა აღენიშნა, კინი შეცდა, გულშემატკივარი შეცდა“, – თქვა ლეომ და ამ განცხადების გამო პოგბამ, ბალოტელიმ, ევრამ საჯაროდ გააკრიტიკეს.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ კი, საერთოდაც ბონუჩის ფოტო გამოაქვეყნა ტვიტერში მისი გამონათქვამის დასაგმობად. მემფის დეპაიმ კი ინტაგრამში დაწერა:
„როგორც „იუვენტუსის“ კაპიტანი, შენი რეაქციით იმედგაცრუებული ვარ. ბიჭმა გოლი აღნიშნა ისე, როგორც სურდა. მისი როლი გუნდში მნიშვნელოვანია და ის თავისი ქვეყნისთვის, იტალიისთვის დიდი სიამაყით თამაშობს. ამისთვის პატივი უნდა სცეთ“, – დაწერა დეპაიმ.