ჯორჯო კიელინიმ ალესანდრო დელ პიეროსთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა. საქმე ეხება 2007-2008 წლების სეზონის სტარტს, როდესაც „იუვე“ სერია B-დან სერია A-ში დაბრუნდა.
„ერთხელ, როდესაც „მილანთან“ 0:0 ვითამაშეთ (2007 წლის შემოდგომაზე – რედ) და გასახდელში დავბრუნდით, ყველანი ბენდიერები ვიყავით. „მილანი“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ჩვენ ახალი გუნდი ვიყავით. დელ პიერომ გასახდელში ყველაფრის დამტვვრევა დაიწყო და ჩვენ უცნაურიად დავუწყეთ ყურება. ბუფონმა გვითხრა, რომ მისთვის დრო მოგვეცა და გაბრაზება გაუვლიდა. შხაპის მიღების შემდეგ ალექსმა ყველა შეგვკრიბა და გვითხრა: „ეს ბედნიერება მაგიჟებს, ჩვენ ფრით ბედნიერები ვერ ვიქნებით. უკეთესი მენტალიტეტი უნდა გვქონდეს, ფრე „იუვესთვის“ წაგებას ნიშნავს. ეს თქვენს თავებში ჩაიბეჭდეთ“…. იმ დღეს გავიგე, რას ნიშნავს „იუვენტუსში“ თამაში“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ ალექს დელ პიერო და ჯორჯო კიელინი „იუვეში“ თანაგუნდელები 2005-2012 წლებში იყვნენ.