ტურინის „იუვეტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წინგში ანტონიო კონტეს „იუვედან“ წასვლის შესახებ წერს. საქმე ეხება 2014 წლის ივლისს, როდესაც ანტონიომ მოულოდნელად პოსტი დატოვა.
კიელინი ამბობს, რომ გუნდის სენატორები შვებულებაში იმყოფებოდნენ და ისინი, რომ ბაზაზე ყოფილიყვნენ, კონტე გუნდიდან არ წავიდოდა.
„ვფიქრობ, რომ კონტემ ამ სტილში „იუვენტუსი“ იმიტომ დატოვა, რომ იმ დღეს ჩვენ, ძველი გვარდია იქ არ ვიყავით. ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ შვებულებაში ვიმყოფებოდით, ის სავსე იყო დაძაბულობით და რამდენიმე წვეთიც საკმარისი გამოდგა. ანტონიო ცხელი ადამიანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ იქ რომ ვყოფილიყავით, ის დარჩებოდა, თუნდაც ცივ გონებაზე დაფიქრდებოდა“, – წერს ჯორჯო.
კიელინიმ ასევე განაცხადა, რომ ერთხელ კონტემ ტრავმირებული თამაში აიძულა. 2013 წლის მარტში, „ნაპოლისთან“. საბოლოო შედეგი? ფრე 1:1 და ტურინელთან ერთადერთი გოლი სწორედ ჯორჯომ გაიტანა.
„ხვალ შენ ითამაშებ! ისინი, მხოლოდ სახელში გიყურებენ, სანამ ფეხზე იდგები, ითამაშებ“, – იხსენებს კიელინი.
სრულიად განსხვავებული სიტუაცია ალეგრისთან, რომელიც უფრო მშვიდად აკეთებდა ყველაფერს:
„ალეგრი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც გუნდს შეუძლებელ სიტუაციებშიც ენდობა. თამაში რაც უფრო ახლოვდება, უფრო მეტად შეუძლია სუფთა ემოციის გადმოცემა“, – დასძენს იტალიელი ფეხბურთელი.