ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში „მე ჯორჯო“, ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.
იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ალოგიკური და არასწორი იყო.
„არჩევანი რა თქმა უნდა, არასწორი იყო, რადგან არ გაკეთებულა მშვიდობიანი გზით, შესაბამისად, გამჭრიახი გონებით არ უფიქრია. ლეო ბევრი მიზეზით გაბრაზდა. ვწუხვარ, რადგან ყველაფერი იმ კვირეებში მოხდა, როდესაც ერთმანეთის არ გვინახავს. დარწმუნებული ვარ, ეს სხვა დროს რომ მომხდარიყო, მას დარჩენაში დავარწმუნებდი. ლეოს მხოლოდ მაშინ ვესაუბრე, როცა უკვე ყველაფერი დასტაბილურებული იყო, ეს გადაწყვეტილება ალოგიკური გახლდათ, თავიდან ბოლომდე. გავიგებდი, რომ „რეალში“ წასულიყო, მაგრამ იმ „მილანში“? საბედნიეროდ, ბედმა მოისურვა, რომ ყველაფერი რიგზე დაბრუნებულიყო“, – წერს კიელინი.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „მილანში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ერთ წელიწადში ტურინში დაბრუნდა.