რა მოხდა 2017 წელს მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს შესვენებაზე „იუვენტუსის“ გასახდელში? ეს კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს.
ჯორჯო კიელინიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მადრიდელებთან მეორე ტაიმში უბრძოლველად წაგების მიზეზი დაასახელა.
„პირველი ტაიმის შემდეგ უკიდურესად დაღლილები ვიყავით. მანჯუკიჩი იატაკზე დაეცა, პიანიჩი ძლივს სუნთქვდა. საკუთარ თავებს ვუთხარით, რომ შევძლებდით. 1:1 იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დრამატულად დასრულდა. შესვენების დროს სენსაციური არაფერი მომხდარა, არავის უჩხუბია. წავაგეთ იმიტომ, რომ დავიღალეთ. ფინალები ჩვენთვის ყოველთვის ძალიან გვიანაა“, – თქვა კიელინიმ.