მთავარი / სიახლეები / კასერესი: “იუვე” ჩემი სახლია”

კასერესი: “იუვე” ჩემი სახლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა მარტინ კასერესმა დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვე“ მისი სახლია და გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი ამ გარემოში, ეს ყოველთვის ჩემი სახლი იყო. როდესაც დაბრუნების წინადადება მივიღე, აქ გატარებული წლები გავიხსენე, ეს ჩემი გულის მაისურია, ეს ჩემი სახლია, არ არსებობს ორი სამის გარეშე.

უკვე მეორედ მოვედი იანვარში. ყოველთვის, როცა „იუვეში“ დებიუტი მქონდა, გოლს ვიტადი (2009 წლის 12 სექტემბერს, „ლაციოსთან“ და 2012 წლის 8 თებერვალს, „სან სიროზე“ „მილანთან“) და მნიშვნელოვანი გოლები იყო. ვიმედოვნებ, რომ ახლაც ასე იქნება.

რონალდუ? – მასზე თავისი კარიერა მეტყველებს და აქაც აგრძელებს ამის დამტკიცებას, იტალიურ ფეხბურთშიც, რომ ნამდვილი ჩემპიონია. ეს გუნდი კი არასდროს ჩერდება, რამდენიც არ უნდა მოიგოს. ეს განცდა მქონდა ბოლო 2.5-წლის განმავლობაშიც, როდესაც შორს ვიყავი.

დაცვაში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში და ეს მნიშვნელოვანია, რადგან შემიძლია დავეხმარო გუნდს და მწვრთნელს. ყველაფერს გავიღებ და მაქსიმალურად დავიხარჯები იმის დასამტკიცებლად, რომ ისეთივე დონეზე ვარ, როგორც აქ ყოფნის პერიოდში“, – განაცხადა კასერესმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …