ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ჟოაუ კანსელუს „მანჩესტერ სიტი“ ეპატიჟება. Tuttosport-ის ცნობით, ინგლისური გუნდის ინტერესი სერიოზულია და ტურინული მხარეც თანახმაა პორტუგალიელის გასხვისებაზე.
ინგლისელები პორტუგალიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიან, რაც 20 მილიონით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ „იუვენტუსმა“ „ვალენსიას“ გადაუხადა.
ბუნებრივია, კანსელუს გაყიდვის შემდეგ „ბებერ სინიორას“ მისი შეცვლლეიც დასჭირდება. ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩის სიაში მთავარი ფავორიტი კრისტიანო პიჩინი გახლავთ.
„ვალენსიასა“ და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველი ამჟამად 20 მილიონ ევროდ ფასობს.