ტურინის „იუვენტუსის“ ქომაგები „ალიანც სთედიუმიდან“ ანტონიო კონტეს ვარსკვლავის მოხსნას ითხოვენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა შექმნა პეტიცია, რომ ვარსკვლავი სტადიონიდან აიღონ.
ამის მიზეზი კონტეს „ინტერში“გადაბარგებაა.
„ინტერში წასვლა არაა პროფესიონალური არჩევანი კონტეს მხრიდან. პროფესიონალური არჩევანი ინქებოდა „ნაპოლიში“, „რომაში“, „მილანში“ წასვლა… „ინტერში“ წასვლა ნიშნავს ხელმძღვანელობასთან გაწევრიანებას, რომელიც ცდილობდა ჩვენს დაძირვას, რაც საბედნიეროდ ვერ მოახერხეს. „ინტერში“ წასვლა არაა პროფესიონალური არჩევანი, „ინტერში“ გადასვლა ნიშნავს პირველ რიგსი ღირსების დაკარგვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხსენებულ პეტიციას ხელი უკვე 200-ზე მეტმა გუშემატკივარმა მოაწერა.