მთავარი / სიახლეები / კანსელუ წამსვლელთა შორისაა, რჩება მხოლოდ დე შილიო – რას აპირებს “იუვე” დაცვის მარჯვენა ფლანგზე?

კანსელუ წამსვლელთა შორისაა, რჩება მხოლოდ დე შილიო – რას აპირებს “იუვე” დაცვის მარჯვენა ფლანგზე?

ჟოაუ კანსელუს მომავალი გაურკვეველია. პორტუგალიელი მცველის „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება და ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

თუმცა, „ქალაქელებმა“ შესაძლოა კანსელუში 55 მილიონი ევროს გადახდას, დანი ალვეშის უფასოდ დამატება ამჯობინონ და პორტუგალიელის ტრანსფერზე უარი თქვა.

ჟოაუს „სიტის“ გარდა „ბაიერნიც“ ეპატიჟება და შესაძლოა მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ტურინელებმა მიუნხენელებთან დაიწყონ მოლაპარაკებები.

საინტერესოა, რომ კანსელუს გაყიდვის შემთხვევაში მაურიციო სარის განკარგულებაში მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი მატია დე შილიო დარჩება და ამ პოზიციის ფეხბურთელის დამატებაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ყველაფრის ფონზე, არაა გამორიცხული მაურიციო სარიმ ხუან კუადრადოს პოზიცია შეუცვალოს და დაცვაში გარჯა დაავალოს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *