მთავარი / სიახლეები / სერია A / კანავარო: “დე ლიხტი? ესპანეთში გადასვლის შემდეგ ასეთი პრობლემები მეც მქონდა”

კანავარო: “დე ლიხტი? ესპანეთში გადასვლის შემდეგ ასეთი პრობლემები მეც მქონდა”

ჩინური „გუანჯოუს“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავარო მატიას დე ლიხტის შესახებ საუბრობს. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, მასაც ჰქონდა ადაპტაციასთან პრობლემა, როდესაც ესპანეთში გადავიდა და ეს ნორმალური პროცესია.

„ამ პერიოდისთვის „იუვე“ უფრო ჰუმანური გუნდი გახდა, „ინტერი“ კი თავისი ფეხბურთელების პოტენციალს მაქსიმალურად იყენებე. დე ლიხტი? ის საკუთარ თავს მახსენებს, როდესაც მადრიდის „რეალში“ ახალი გადასული ვიყავი. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩავედი იქ, მაგრამ საშინელი გავლენა იყო, ძალიან გამიჭირდა, რადგან ყველაფერი არასწორად მიმდინარეობდა. შემდეგ ლა ლიგასთან ადაპტაცია გავიარე და ყველაფერი მოგვარდა“, – განაცხადა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კანავარომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და ჩინეთის ჩემპიონი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …