ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი იმედისმომცემია. თუმცა, „იუვეში“ თურქ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ეძლევა და მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
არ წყდება საუბარი, რომ დემირალი გუნდს ზამთარში დატოვებს, რადგან კონკურენცია „იუვენტუსში“ ძალიან მაღალია. მერიჰმა თურქულ გამოცემა Fanatik-თან ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც „იუვენტუსს“ უკავშირდება.
– „სასუოლოში“ გატარებული მცირე პერიოდის შემდეგ „იუვენტუსში“ გადავხედით. ელოდით ამას?
– „იუვენტუსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გუნდია, რომელსაც საუკეთესო მცველები ჰყავდა და ჰყავს. რა თქმა უნდა, აქ ყოფნა ფანტასტიკურია. ასეთი დონის გუნდში გადასვლა ჩემი მიზანი იყო, მაგრამ მცირე პერიოდის შემდეგ არ ვფიქრობდი, რომ „იუვენტუსში“ ასე პირდაპირ აღმოვჩნდებოდი.
– „იუვენტუსს“ ძალიან ძლიერი მცველები ჰყავს. როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?
– ჩემი პრინციპია ვარჯიშზე და თამაშებზე 100%-ით დავიხარჯო. ამ პრინციპის წყალობით თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ. შემდეგ მწვრთნელი აკეთებს არჩევანს, რაც ჩემი შესაფასებელი არაა. მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი ყოველთვის თამაშისთვის ბრძოლაა.
– როგორ შეგხვდნენ თანაგუნდელები ტრანსფერის შემდეგ?
– ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, როდესაც J მედიკალში მივდიოდი სამედიცინო შემოწმებაზე. ჩემთან შესახვედრად კაპიტანი კიელინი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჯერ კიდევ შვებულებაში იყო. ძალიან მომეწონა. თავიდან ემრე ჯანი დამეხმარა, მათ შორის კლუბის გაცნობაში. მენტალურად კი კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.
– თამაშობ სერია A-ში, ახლა კი თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იტალიას შეხვდება. ემოციურია თქვენთვის?
– იტალია ძლიერი ნაკრებია. ეს დაამტკიცა, როდესაც შესარჩევ ეტაპზე ყველა თამაში მოიგო. გახსნითი მატჩი იტალიასა და თურქეთს შორის ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად დავიხარჯებით. ვიცნობ იტალიელ ფეხბურთელებს, კიელინი გასახდელში ჩემთან მოვიდა და მითხრა: „ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ“. მაგრამ მატუიდის მივუბრუნდი და ვუპასუხე: „ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები დავამარცხეთ“. მატუიდიმ დაასრულა: „მაგრამ საფრანგეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა“. შემდეგ ყველამ ერთად ვიცინეთ. მიყვარს სპორტის ეს მხიარული ნაწილი.
– ბევრი ხმებია თქვენს შესაძლო ტრანსფერზე…
– როგორც თქვენ, მეც მოვისმინე ეს ჭორები. მაგრამ, როგორც ვთქვით, ჩემი მიზანია 100%-ით დავიხარჯო ვარჯიშებზე და თამაშის შანსი მივიღო. სანამ ასე ვაკეთებ, ჩემთვის ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ყოველთვის ვაგრძელებ ჩემს საქმეზე კონცენტრაციას. შემდეგ კი, სატრანსფერო ბაზარზე ჩემი გუნდი ზრუნავს.
– როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა რონალდუსთან?
– როდესაც დაინახა, რომ პორტუგალიელ კანსელუსთან ვსაუბრობდი, რომელიც შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ბედნიერი ვარ პორტუგალიურად რომ საუბრობო. მითხრა: „ოხ, თურქო, როგორც საუბრობ პორტუგალიურად?“ ამის შემდეგ ჩვენ ყოველთვის პორტუგალიურ ენაზე ვკონტაქტობთ. ძალიან თბილი ადამიანია, მეხმარება მოედანზე რისი გაკეთება ჯობია, მაფრთხილებს, როდესაც რამეს არასწორად ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა. ეს ჩემი შანსია, რომ მის თანაგუნდელი ვარ.