ტურინის „იუვენტუსმა“ „კალიარი“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – პრაქტიკულად უსაქმოდ იყო.
კასერესი 6.5 – ალბათ „იუვეში“ მესამედ დაბრუნების შემდეგ ეს მისი საუკეთესო თამაში იყო. კუნთის პრობლემის გამო ცვლილება მოითხოვა.
ბენტანკური 6.5 – როგორც იქნა კარგად ითამაშა. საგოლე პასიც მიითვალა.
ბონუჩი 7 – კასერესი და კიელინი პავოლეტისთან მეორე სართულზე ეხმარებოდნენ. ალეგრის ეპოქაში „იუვეს“ მე-500 გოლის ავტორი გახდა. „იუვეს“ მაისურით სერია A-ში 250-ე თამაშიც ჩაატარა.
კიელინი 6.5 – ალექს სანდროს დაზღვევა ხშირად უწევდა.
დე შილიო 6.5 – მარჯვენა ფლანგი მთლიანად მას ებარა. კარგად თამაშობდა ორმაგ გაზაში.
ემრე ჯანი 6.5 – ის თავს შესანიშნავად გრძნობ ორ პოზიციაზე ჯერ ნახევარმცველად, მერე მესამე ცენტრალურ მცველად.
პიანიჩი 7 – კარგი ამბავი, პიანიჩი დაბრუნდა. ნახევარდაცვაში სრული დომინაცია დაამყარა.
მატუიდი 6 – ახლაც, შეიძლება ითქვას, დაისვენა.
ალექს სანდრო 6 – „ემპოლისთან“ შედარებით უკეთ ითამაშა, თუმა, შეცდომები ისევ აქვს.
ბერნარდესკი 6.5 – ბონუჩის საგოლე პაის გაუკეთეა. რომ არა კინის თავის, გოლის ავტორიც გახდებოდა.
კინი 6.5 – ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს გოლი მაინც გაიტანა. სიმულაციისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო და ბოლოს, გოლიც უცნაურად აღნიშნა, რამაც პუბლიკის რისხვა გამოიწვია.