ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „კალიარისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბოსნიელი მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვება ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო.
„გამარჯვება ფუნდამენტური იყო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გზის გასაგრძელებლად, რასაც სკუდეტოს რაც შეიძლება მალე მოგება ჰქვია. რადგან, გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე სრული კონცენტრაცია მოვახდინოთ, რომელიც ასევე ჩვენი მიზანია.
შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ და ყველამ კომპლიმენტი დაიმსახურა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა კარგად ვითამაშეთ და ეს ხელმძღვანელობის დამსახურებაცაა, რომელმაც კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. ახლა ბევრი თანაგუნდელი დაგვირუნდება, ჩვენ ეს გვჭიდება.
ბენტანკური? მასთან ერთად თამაში მომწონს, ძალიან გაიზარდა და ერთმანეთის კარგად გვესმის. კრიშტიანუ? იმედია ამსტერდამში დაგვეხმარება, ის ასეთი სახის მატჩებისთვის დაიბადა“, – თქვ პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 30 ტურის შემდეგ 81 ქულა აქვს და „ნაპოლის“ ამ დროისთვის 18 ქულით უსწრებს.