ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ სერია A-ში 647-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით პაოლო მალდინის ოფიციალურად გაუთანაბრდა.
ახლა, ხსენებულ ორ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში თანაბრად, ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. თუმცა, ნათელია, რომ უახლოეს ხანში ბუფონი რეკორდს მარტო დაეპატრონება და 647 შეხვედრას გადააბიჯებს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ „იუვენტუსის“ მაისურით მხოლოდ სერია A-ში ჯანლუიჯიმ 479-ე თამაში ჩაატარა და ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 478-ჯერ უთამაშია. დანარჩენი 168 მატჩი კი ბუფონს „პარმაში“ აქვს გამართული.
647 – Gianluigi #Buffon reaches tonight Paolo #Maldini as the player with the most appearances in the Serie A history (647). Epochal. pic.twitter.com/5gl6jH26KF
— OptaPaolo (@OptaPaolo) December 18, 2019