ტურინის „იუვენტუსი“ ხვალ სერია A-ს მორიგ ტურში „სპალს“ დაუპირისპირდება. მაურიციო სარის საკადრო პრობლემები აქვს, განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ტრავმების გამო მატია დე შილიო და დანილო ვერ ითამაშებენ, ხოლო ალექს სანდრო მამის გარდაცვალების გამო სამშობლოში გაემგზავრა.
აქედან გამომდინარე მარჯვენა მცველად ხუან კუადრადო ითამაშებს, ხოლო მარცხნივ ბლეზ მატუიდის ვიხილავთ.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, მატუიდი; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; რემზი; იგუაინი, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.