ტურინის „იუვენტუსის“ პირველი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის ყიდვა იქნება. ვინაიდან, ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს, ხოლო მარტინ კასერესს საიჯარო ხელშეკრულება უსრულდება, გუნდში მხოლოდ ჯორჯო კიელინი, დანიელე რუგანი და ლეონარდო ბონუჩი დარჩებიან. ეს კი ერთი სეზონისთვის საკმარისი არაა.
ფაბიო პარატიჩის სიაში ძალიან ბევრი მცველია. სტეფან სავიჩი, რუბენ დიაში, მატის დე ლიხტი, ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი.
თუმცა, Tuttosport-ის ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური კოსტას მანოლასის ტრანსფერია. ამისთვის კი ტურინულ გრანდს 36 მილიონი ევროს გადადება მოუწევს.