ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯუზეპე ფურინო „იუვენტუსის“ ახალ სათამაშო ფორმას იწუნებს. როგორც მან La Repubblica-ს განუცხადა, „იუვესთვის“ ზოლიანი მაისურები იდენტობის სიმბოლოა და მარკეტინგული გადაწყვეტილება არ მოეწონა.
„რას ვფიქრობ ახალი მაისურის შესახებ? მარკეტინგული სიტყვაა? ეს არის კომერციული გათვლა, ყოველ წელს სამი სხვადასხვა მაისური, პირველი, მეორე და მესამე უნდა გაიყიდოს. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი, კლასიკური შავ-თეთრი ზოლებით და მეორეც გასვლაზე სათამაშოდ, ლურჯი მაისური.
ზოლებიანი მაისური „იუვეს“ დროშაა, იდენტობის სიმბოლო. დიახ, ეს მაისური ძალიან ჰგავს „უდინეზეს“ ფორმას, ასევე „სიენას“, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ისევ ვიწრო ზოლებით, ეს მაისური არ მომწონს“, – თქვა ფურინომ.