ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდს მომდევნო სეზონიდან გაწვრთნის. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ იტალიური მედია ამას მხოლოდ დროის საკითხად მიიჩნევს.
Corriere Dello Sport-ი კი წერს, რომ ტურინელებს პირლოსთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვთ – მთავარი გუნდის მწვრთნელობისთვის მოამზდებენ.
არახალია, რომ ანდრეას და „იუვეს“ ხელმძღვანელობას ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს. ის სამწვრთნელო კარიერას იწყებს და რა თქმა უნდა, მომავალში უფრო სერიოზული გეგმები აქვს.
როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, „იუვენტუსი“ პეპ გვარდიოლასა და ზინედინ ზიდანის მაგალითს უყურებს. ორივემ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მეორე გუნდებში დაიწყეს მუშაობა და მერე მთავარ გუნდში რა წარმატებებსაც მიაღწიეს, ყველამ იცის. ვნახოთ, რა იქნება პირლოს შემთხვევაში, ეს მომავალში გამოჩნდება.