ტურინის „იუვენტუსი“ მარცხენა მცველს აქტიურად ეძებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნიდან“ დავიდ ალაბას ტრანსფერზე იტალიაში ფიქრობენ.
ავსტრიელს გერმანელებთან კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს, რადგან გუნდის დატოვება უნდა.
თუმცა, პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა, რომ თვითონ ალაბას კარიერის გაგრძელების პირველ ვარიანტად ესპანეთი აქვს არჩეული, „ბარსელონა“ ან „რეალი“. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, „იუვენტუსიც“ აპირებს ბრძოლაში ჩაბმას. სხვა კონკრეტული დეტალი ამ ეტაპზე უცნობია.