მთავარი / სიახლეები / “იუვეს” 23 წლამდე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

“იუვეს” 23 წლამდე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ტურინის „იუვენტუსის“ 23 წლამდე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ფაბიო პეკია. ამის შესახებ „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება.

პეკია ბოლოს იაპონიაში, „ავისპა ფუკუოკას“ მწვრთნელი იყო, ხოლო იქამდე „ფოჯას“, „გუბიოს“, „ლატინასა“ და „ვერონას“ წვრთნიდა. ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ვერონაში მიაღწია, რომელიც სერია B-დან სერია A-ში აღაზევა.

სხვადასხვა დროს რაფაელ ბენიტესის ასისტენტად „ნაპოლიში“, „რეალსა“ და „ნიუკასლშიც“ უმუშავია.

ფეხბურთელობისას კი, 1997-1998 წლების სეზონში „იუვეს“ ღირსებას იცავდა, მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ 23 წლამდე გუნდი სერია C-ში თამაშობს, სადაც გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …