ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას უმიზნებს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ტურინელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „მილანის“ მეკარე იქნება და თუ მის ყიდვას მოახერხებს, ვოიცეხ შჩესნი ალბათ გუნდს დატოვებს.
პოლონელთან შედარებით ჯიჯო 9 წლით უმცროსია, მაგრამ ვოიცეხს უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს ზურგს.
„იუვე“ „მილანს“ დონარუმას სანაცვლოდ გარკვეულ თანხას და მერიჰ დემირალსა და დანიელე რუგანის შორის ერთ-ერთს შესთავაზებს.
ბოლო დროს იტალიელი მეკარის „მილანიდან“ წასვლის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია და არაა გამორიცხული ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.