პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მაურიციო სარის კბილი გაჰკრა. პორტუგალიელმა თქვა, რომ რონალდუმ გააქარწყლა ის ეჭვები ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომელიც ვიღაცებს (ამ შემთხვევაში სარის) ჰქონდა.
„ვიცოდი, რომ თამაში შეეძლო. მისმა თამაშმა კი, გააქრო ეჭვები მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ვისაც ეს ეჭვები ჰქონდა. პირადად მე ეს ეჭვები არ მქონია და თამშამდეც ვთქვი“, – აღნიშნა სანტუშმა.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი ბოლო ორი მატჩის შემდეგ („ლოკომოტივთან“ და „მილანთან“) რონალდუს შეცვლას მისი ფიზიკური პრობლემით ხსნიდა. თუმცა, ფაქტია, ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუმ უპრობლემოდ ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.