ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ეს ორი ტურით ადრე გააკეთა, სანამ ჯგუფური ეტაპი დასრულდება, მაგრამ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ მეტის მოლოდინი იყო.
ანდრა პირლოს გუნდმა ცუდად ითამაშა და 2 წუთი დააკლდა, ქულები დაეკარგა. ტურინელებმა გოლი სწრაფადვე მიიღეს, თავი უზუნიმ გამოიჩინა და „იუვენტუსი“ ჩამორჩა. 16 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 70-ე საშინაო გოლი გაიტანა და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.
მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. „იუვე“ ვერ ახერხებდა „ფერენცვაროშთან“ კარგად თამაშს და ბევრს წვალობდა. ორადორი მომენტი იყო და ორჯერვე ბურთი ძელს მოხვდა. ჯერ ფედერიკო ბერნარდესკიმ ვერ გაიტანა, შემდეგ ალვარო მორატამ.
თუმცა, მატჩის გმირი მაინც ესპანელი ფორვარდი გახდა, რომელმაც 92-ე წუთზე ხუან კუადრადოს ფანტასტიკური თამაშის წყალობით თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ გოლით „იუვემ“ მერვედფინალის საგზური ჯიბეში ჩაიდო, თუმცა, ალბათ მეორე ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება, რაც მერვედფინალში კარგ წილისყრას არ მოასწავებს. პარალელურად, „ბარსელონამ“ კიევის „დინამო“ 4:0 გაანადგურა და ისევ 3 ქულაა სხვაობა. „იუვენტუსს“ 9 ქულა აქვს და მეორეა.
ანდრეა პირლოს გუნდი მომდევნო მატჩს შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.
„იუვენტუსი“ – „ფერენცვაროში“ 2:1 (1:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დანილო, დე ლიხტი, ალექს სანდრო; მაკკენი (კულუშევსკი 62), ბენტანკური (რაბიო 82), არტური (რემზი 82), ბერნარდესკი (კიეზა 62); დიბალა (მორატა 62), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ფერენცვაროში“ (5-2-3): დიბუში; ჰეისტერი, ლოვრენშიში (ბოტკა 75), ბლაჟიჩი, ფრიმპონგი, დვალი; სიგერი (ლაიდუნი 75), სომალია; ზუბკოვი (ისაელი 70), უზუნი, ნგუენი (ბოლი 70)
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
გოლები: 0:1 უზუნი (19), 1:1 რონალდუ (35), 2:1 მორატა (90)
გაფრთხილება: სიგერი (67)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 4 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 9:0
მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)