მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლოს მატჩის შემდგომი კომენტარი

ანდრეა პირლოს მატჩის შემდგომი კომენტარი

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ფერენცვაროშთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ტემპი დაბალი იყო და ბურთიც ნელა მოძრაობდა, რის გამოც კარგად ვერ ითამაშეს.

„გვინდოდა თამაში სხვანაირად დაგვეწყო, რადგან ცოტათი მოდუნებულები ვიყავით და მოგვიწია მეტოქისთვის დევნა. პირველი წნეხი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც გვსურდა. პირველ ტაიმში შეცდომები დავუშვით, მეორე ტაიმში კი გავაუმჯობესეთ თამაში.

თუმცა, ტემპი არ იყო სწრაფი და ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით. მაგრამ, ზოგჯერ გამარჯვებისთვის კარგად თამაში საჭირო არაა. არტური? ძალიან ბევრი ბურთის განაწილება სცადა, თამაში უნდა გაეხსნა, მაგრამ მთავარია, რომ იზრდება. დიდი ხნის უთამაშებელი შემოგვიერთდა და ნორმალურია, რომ დრო სჭირდება საუკეთესო ფორმის მოსაძებნად.

დე ლიხტი? მნიშვნელოვანია მისი დაბრუნება, ის უფრო მეტ აგრესიულობას გვმატებს თამაშში და შეტევის შექმნაშიც მონაწილეობს. 20 წლის ასაკში უკვე ნამდვილი კაპიტანია. დიბალა? მან კარგად ითამაშა, მაგრამ ფეხებში ძალა ჯერ კიდევ აკლია, ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …