ლონდონის „არსენალი“ აგრძელებს დანიელე რუგანის დამატების მცდელობას, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. The Sun-ის ცნობით, „მეთოფეებმა“ ტურინელებს დანიელეს ორწლიანი იჯარით დათმობაზე მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.
როგორც გამოცემა წერს, მაურიციო სარის რუგანი ძალიან მოსწონს და მოახლოებულ სეზონში მასზე დიდ იმედსაც ამყარებს. აქედან გამომდინარე რუგანი „იუვენტუსში“ რჩება.
შეგახსენებთ, რომ დანიელე „იუვეს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.